1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წევრებმა  ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ საზოგადოების წევრი ცხინვალიდან დავით ჯავახიშვილი იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა და შეეძლო საწევრო თანხის საზოგადოებისთვის წარდგენა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი