საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24470

ფაქტი 24470

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს მისი ოფიციალური წერილის პასუხად აუწყა, რომ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ცხინვალელებს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ ცხინვალში მცხოვრები, პოლიტიკურად საიმედო (მთავრობის მხრიდან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად) პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბიბლიოთეკაზე. საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია ამ პირის სახელის, მამის სახელის, გვარისა და პროფესიის შესახებ. ამის შემდეგ საზოგადოებას შეეძლებოდა შუამდგომლობა ცხინვალში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24470; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .