საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24473

ფაქტი 24473

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს აუწყა, რომ გამგეობის შუამდგომლობის შედეგად 1914 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში ოფიციალურად გაიხსნა წერა-კითხვის ფილიალური განყოფილება სახელწოდებით „წერა-კითხვის საზოგადოების ცხინვალის განყოფილება“. სწორედ 25 რიცხვში აცნობა ეს ფაქტი თბილისის გუბერნატორმა გორის მაზრის უფროსს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24473; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .