საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24604

ფაქტი 24604

1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატის ინტერვიუ. მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფან პიშონის პარლამენტში გამოსვლა განიხილა. მინისტრი პირველად ალაპარაკდა რუსეთისგან დამოუკიდებელ კავკასიის სახელმწიფოებრივ ერთეულებზე და აღიარა საფრანგეთის ინტერესები კავკასიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24604; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .