1924 წლის 4 აპრილს, კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებული, გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია თბილისში საქართველოს ჩეკას კომენდატურაში გაგზავნეს. 19 მაისს ის პირველად და უკანასკნელად დაკითხეს. დაკითხვის ოქმში ქუთელია უარყოფდა ყოველგვარ კავშირს ნაციონალ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციასთან და მის წევრებთან.

წყარო: გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას საქმე | N 25203
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი