1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: იოსებ ბასილია, პროკოფი გუჯაბიძე, ნიკო ტუსკია, დიმიტრი ბოლქვაძე, ოლია თურქია, არსენ ნადარეიშვილი, კოწია მგალობელი, გიორგი ნადარეიშვილი, გერასიმე ჩიმაკაძე, ჩაგუ გვასალია, როსტომ კაპანაძე, კოლია გიგოს ძე ჭავჭანიძე, ისიდორე ძოკის ძე გოგია, ლონგილოზ ჩხარტიშვილი, ევგენი ძაძამია და მარკოზ გაგუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი