1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დროს ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ მოემატებინათ ხელფასები სკოლის მასწავლებლებისთვის და ასევე მოსამსახურეთათვის, რაზედაც გამგეობამ ერთხმად თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი