1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: სამსონ ხუნწარია, ნესტორ ჯანჯღავა, ისიდორე ჯანჯღავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, აკაკი ჯაიანი, თეოფილე ბარბაქაძე, მიხეილ ივანეს ძე ბერულავა, ავქსენტი ბაღათურია, ნიკო გეგელაშვილი, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, სპირიდონ კაჭარავა, იოსებ ლუკას ძე კიკნაძე, რაჟდენ ლევანის ძე საჯაია, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ალექსანდრე პავლეს ძე ღლონტი, ანტონ შალამბერიძე და ბესარიონ ჟვანია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი