1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ამბაკო თოფურიძე, გიგო ივანეს ძე თავაძე, მელიტონ თურქია, ლუკა ბესარიონის ძე თოფურიძე, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, მარიამ თეიმურაზის ასული კაჭარავა, ალექსი პეტრეს ძე კაჭარავა, რომანოზ ტიმოთეს ძე კაჭარავა, როსტომ ბუჭუას ძე კარანაძე და სამსონ გიორგის ძე კილაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი