საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25051

ფაქტი 25051

1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25051; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .