1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე და ალექსი დავითის ძე ჯაბიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი