1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ 1916 წლის 27 აპრილის შემდეგ ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრთაგან მხოლოდ ის და წევრობის კანდიდატი მიხეილ კობალაძე დარჩნენ, გამგეობის დანარჩენი წევრნი, თავმჯდომარე გიორგი დავითაშვილი, ხაზინადარი და მდივანი არჩილ დედანაშვილი, წევრები იოსებ გოგინაშვილი და გრიგოლ შათირიშვილი გაიწვიეს სამხედრო ბეგარაზე და იმ დრომდე იქ იმყოფებოდნენ. (გაიწვიეს კობალაძეც, ოღონდ ის დაბრუნდა). ამ მიზეზით გამგეობის ყველანაირი საქმიანობა შეწყდა და დაგვიანდა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის მოქმედების ანგარიშის წარდგენა. მთავარი გამგეობის წერილი-შეხსენება ანგარიშის წარდგენის შესახებ თავმჯდომარის მეუღლეს მიუღია და გადაუცია იროდიონ ოქროპირიძისთვის, ვინაიადან სწორედ დეკანოზ ოქროპირიძეს აუღია თავის თავზე განყოფილების საქმეების გაძღოლა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი