საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25193

ფაქტი 25193

1921 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მიმართა განცხადებით. მისი თქმით 13 მაისის სხდომაზე გამოირკვა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო 13 მაისიდან 20 ივნისამდე რწმუნებულთა არჩევაც და საზოგადო კრების დანიშვნაც. ამით არც წესდება და არც კანონი არ დაირღვეოდა. ხოლო დ. კარიჭაშვილს რომ კრების მოწვევის გადადება უნდოდა, ამას ცხადჰყოფდა მისი აზრებისა და 1920 წლის ქმედებების ობიქტური განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25193; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .