საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25198

ფაქტი 25198

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას ამ წელს საწევრო გადასახადით 27. 52 მანეთი შეუვიდა, ყულაბებით – 20, სეირნობიდან და საღამოს კონცერტ-წარმოდგენებიდან – 615. 14, სპეციალური შემოწირულობებიდან – 49. 35 მან. სულ ცხინვალის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 960. 31 მანეთს შეადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25198; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .