1916 წლის 22 ივლისს სოხუმის გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალი გამგეობის არჩევნების ოქმი და თან დაურთო წერილი, რომლითაც შეატყობინა მიზეზები თუ რატომ ჩაატარეს ახალი არჩევნები, ვინ აირჩიეს წევრებად და რა შედეგები მოჰყვა გამგეობის სასარგებლოდ „ფინჯან ჩაის“ დაწესებულების გახსნას. წერილს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი დ. მეძმარიაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი