საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2532

ფაქტი 2532

ოსმალეთის დიპლომატიურმა და სამხედრო წარმომადგენელმა აბდულ ქერიმმა 1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეტყობინა, რომ 5500 მეჯიდიე, რომელიც იმჟამად აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის დივიზიის ოფიცრებსა და ჯარიკაცებისთვის უნდა მიეცათ, მიღებისთანავე შეუჩერებიათ; ამ თანხით მთავრობა თავისი არმიის ოფიცერთა და ჯარის წინაშე მოვალეობას იხდიდა, და ითხოვდა, არ დაებრკოლებინათ თანხის დანიშნულებისამებრ მიღწევა. დოკუმენტის დედანთან იგივეობას ადასტურებს თ. კილაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2532; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .