საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25384

ფაქტი 25384

1886 წლის 4 ივლისს მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სკოლაში ახალშემოსულ მოსწავლეებს სჭირდებოდათ „დედა ენა“. მან ვერ იშოვა ქუთაისის წიგნის მაღაზიაში და ამიტომ გამგეობას სთხოვდა 15 ეგზემპლარის გამოგზავნას, რომლის ღირებულებასაც გადაიხდიდა მოთხოვნისთანავე, სხვა წიგნების მიღების შემდეგ, რომელთაც ელოდებოდა ერთი თვის განმავლობაში. „დედა ენის“ მიღებამდე ახალშემოსული შეგირდები ძველი მოსწავლეებისგან ნათხოვი წიგნებით ისწავლიდნენ და შემდეგ დაუბრუნებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25384; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .