საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25400

ფაქტი 25400

1886 წლის 1-ლ მარტს მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სოფელ ახუთის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოგზავნონ: 8 ეგზეპლარი სახარება (ქართულ ენაზე), ძველი და ახალი აღთქმის შემოკლებული ისტორია (ქართ., რუს.) – 8, ისტორიული მოთხრობები სურათებით – 3, „დედა ენა“ – 12, „ბუნების კარი“ – 11, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (გ. კალანდაძის შედგ.) – 16, „როდნოე სლოვო“, I ნაწ. – 18, II ნაწ. – 7, როსტომაშვილის „არითმეტიკული სავარჯიშოები – 17, „სობრანიე პრიმეროვ“ (ზახაროვის შედგ.) – 19, ევტუშევსკის „ამოცანების კრებული“, ქართული თარგმანი – 14, ხოლო რუსულად – 11, მისივე II ნაწილი – 4, ამასთანავე 25 ღარიბი მოსწავლისთვის – ქართული და რუსული საწერი რვეულები, წერის დედნები, სახატავი რვეულები, ასპიდის დაფები, გრიფილები, კალმები, ფანქრები, სახაზავები და კუბიკური ყუთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25400; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .