საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25524

ფაქტი 25524

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .