1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს ბრძანებები, დოკუმენტების წინასწარი რევიზიის წესები, სალიკვიდაციო ჯილდოს კანონის შესრულების ინსტრუქცია და მიმდინარე მიმოწერა ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 5
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი