საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25709

ფაქტი 25709

1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25709; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .