საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25933

ფაქტი 25933

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში კანცელარიის ბინის ქირისთვის 18600 მანეთი შეიტანეს, საკანცელარიოს გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანებისთვის – 20000, საზოგადო კრების საჭიროებისთვის – 3000, ინვენტარისთვის – 5000.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25933; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .