საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25986

ფაქტი 25986

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო წიგნები იყო: 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“, 13 ც. „დედაენა“, 5 ც. „ბუნების კარი“, 17 ც. სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, 5 ც. „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 6 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი. ასევე სასწავლებელი ძალიან საჭიროებდა გლობუსს, რომლის შესაძენადაც სახსრები არ ჰქონდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25986; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .