საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26011

ფაქტი 26011

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1880 წლის 24 მარტს მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები. რაც სკოლისთვის იყო გამოგზავნილი, ბიბლიოთეკაში შეიტანა და რაც ღარიბი მოსწავლეებისთვის − დაურიგა მათ უფასოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26011; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .