სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ამბროსი გაბუნია, ოლღა ანდრიას ასული გიგინეიშვილი, მაკრინე გვაზავა, ჩატუ ანტონის ძე გოჩელეიშვილი, ვარლამ თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, ყარამან გაბუნია, ეფროსინე გაბუნია, მარგარიტა გაბუნია, მოსე გაგუა, ივლიტა გაბუნია, იონა გიორგის ძე გაბუნია, იოსებ დიმიტრის ძე გაბუნია, ილარიონ გაბუნია, ირაკლი გამსახურდია, სევერიან იოსების ძე გუგუშვილი, ბართლომე გვაზავა და იროდი გოგინავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი