საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26080

ფაქტი 26080

1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26080; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .