საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26083

ფაქტი 26083

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელმა კრებას შესთავაზა სამი წინადადება: გამგეობის მოქმედების ანგარიში ერთი თვით ადრე დაებეჭდათ და ყველა წევრისა და „ივერიის“ ყველა ხელისმომწერისთვის დაერიგერბინათ; კ. მუხრანსკის 1000 მანეთიანი ბილეთი გაენაღდებინათ, რადგან პროცენტი იკარგებოდა; იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ დაებეჭდათ, რომ წიგნის მაღაზიების მოგება საზოგადოებას დარჩენოდა. კრებამ დაადგინა მაჩაბლის პირველი და მეორე წინადადება მიეღო, მესამე წინადადების გადაწყვეტა კი გამგეობას მიენდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26083; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .