1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია ღულაძემ იკითხა, სწორი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ სახალხო დირექტორის თანაშემწეს წინარეხის სკოლა ორჯერ დაკეტილი დახვდა. ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ის ხშირად ადიოდა წინარეხის სკოლაში და ოცზე ნაკლები მოსწავლე არასდროს დახვედრია. აღნიშნა, რომ ერთ დროს სკოლას ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, რადგან თანხის შემოტანა ეზარებოდათ, თუმცა ეს საკითხი მოგვარდა. ცხვედაძემ წინარეხის სკოლის სასწავლო პროცესის დამაბრკოლებელ მიზეზად დაასახელა გლეხებს შორის უთანხმოება, რომელიც მოგვარდა. კრებამ დაადგინა თვალყური ედევნებინათ წინარეხის სკოლისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი