საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26087

ფაქტი 26087

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსი ჭიჭინაძემ ისაუბრა საზოგადოების სკოლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი 30-40 არ აღემატებოდა. გამგეობამ ამის ორი მიზეზი დაასახელა: სოფლებს შორის დიდი მანძილი, რის გამოც მოსწავლეებს ზამთარში სკოლაში სიარული უძნელდებოდათ; სკოლის დანიშნულება ყველას არ ჰქონდა გათავისებული, ისინი ვერ ხედავდნენ სწავლის საჭიროებას და შვილებს არ უშვებდნენ სკოლაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26087; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .