1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს მომავალი ქალთა ქართული სკოლის კომიტეტის თხოვნა. კომიტეტი საზოგადოებას ორ მომგებიან ბილეთს სთხოვდა. კრებამ დაადგინა ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი