საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26145

ფაქტი 26145

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარის მდივანმა კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ წაიკითხა მოხსენება, რომ მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე განსვენებული ძმის, ისააკ სიხარულიძის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად 10-10 თუმანს შესწირავდა ზესტაფონის განყოფილებას მანამ, სანამ საკუთარ სახლს ააშენებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .