1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი და ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი