საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26173

ფაქტი 26173

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის შენახვა საზოგადოებას ძვირი უჯდებოდა. ბათუმის სკოლაზე მნიშვნელოვანი თავისი პროგრამითა და მიმართულებით წინამძღვრიანთკარის სკოლა იყო. თუ ბათუმის სკოლა დაიხურებოდა იქ მოძრავი სკოლები უნდა გაეხსნათ. ახლად შემოერთებულ ოსმალეთის საქართველოში საზოგადოებას სკოლები უნდა ჰქონოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .