საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26175

ფაქტი 26175

1888 წლის 6 დეკემბერს 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიხსნა. კრებაზე განიხილეს მოსწავლეების საკითხი. აღმოჩნდა, რომ ისინი სკოლაში ოთხი წელი არ სწავლობდნენ. საზოგადოების წევრთა აზრით, გამგეობა ამ საკითხის მოსაგვარებლად ვერაფერს გააკეთებდა, გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს მშობლებისთვის განემარტათ შვილები სკოლაში ოთხი წელი ეტარებინათ. კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი), პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი, რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26175; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .