საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26181

ფაქტი 26181

1919 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის რწმუნებულმა ელიზბარ კაჭარავამ წერილი გაუგზავნა მთავარ გამგეობას, რომლითაც შეატყობინა, რომ სოხუმის გამგეობას წიგნის მაღაზიის გახსნისთვის ესაჭიროებოდა მთავარი გამგეობისგან კრედიტის გახსნა 10000 მანეთის ოდენობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .