1897 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ითვლებოდა 518 წევრი: 8 – საპატიო, 90 – დამფუძნებელი და 420 – ნამდვილი. წლის განმავლობაში მიემატა 9 – ნამდვილი, ხოლო დააკლდა 14 დამფუძნებელი და 6 ნამდვილი წევრი. წლის ბოლოს დარჩა 8 – საპატიო, 76 – დამფუძნებელი და 423 – ნამდვილი, სულ 507 წევრი. საზოგადოების ანგარიშს ხელი მოაწერეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1897-1897
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი