საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26580

ფაქტი 26580

1887 წლის 4 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1886-1887 სამოსწავლო წლის ანგარიში წარუდგინა. სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღმრთო სჯული, ქართული ენა, რუსული ენა, გეოგრაფია და არითმეტიკა. სამოსწავლო წლის განმავლობაში სკოლა ორჯერ დაათვალიერა ქუთაისის გუბერნიის სკოლების ინსპექტორმა და ერთხელ იმავე გუბერნიის სკოლების დირექტორმა, აგრეთვე საზოგადოების კომიტეტის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26580; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .