საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26634

ფაქტი 26634

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ სურათებიან ხელნაწერს სხვა პატრონი, ფრიდონ წერეთელი, გამოუჩნდა. გამგეობამ ხელნაწერი წერეთელს დროებით დაუბრუნა. ის საზოგადეობას დაპირდა, რომ ხელნაწერს იმ პირობით დააბრუნებდა, თუ შემოწირულობას მისი სახელით მიიღებდა. როდესაც წერეთელმა ხელნაწერი დროზე არ დააბრუნა, თაყაიშვილი საჩხერეში ჩავიდა. ის კვლავ დაპირდა, რომ ხელნაწერს მალე დააბრუნებდა და დანაპირები შეასრულა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26634; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .