საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26864

ფაქტი 26864

1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26864; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .