1887 წლის 2 ივნისის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების მიხედვით, მან მოსე ნათაძისგან წერილი მიიღო. პედაგოგი იუწყებოდა, რომ ბათუმში ვერ დარჩებოდა და რომელიმე სააზნაურო სკოლაში გადაეყვანათ. გოგებაშვილის აზრით, მმართველობას ნათაძის თხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი