საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26949

ფაქტი 26949

1918 წლის 3 ნოემბერს დღის 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობას (ახალი კლუბის დარბაზში) საზოგადოების რწმუნებულთა კრება ჰქონდა, სადაც უნდა განეხილათ: 1916-1917 წლების ანგარიში; სარევიზიო კომისიის მოხსენება; მთავარი გამგეობის მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ; 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა; მთავარი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევის საკითხი; სასკოლო, ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მოწყობის, წიგნების გამომცემელ და სამუზეუმო სექციათა წევრების არჩევნების საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26949; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .