საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27061

ფაქტი 27061

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ 1908 წლის 27 იანვარს მოისმინა ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ქვრივი ითხოვდა ეცნობებინათ მისთვის მიიღებდნენ თუ არა განსვენებული მწერლის ნაანდერძევ ქონებას, რათა თანხმობის შემთხვევაში ქონება დაუყოვნებლივ გადაეცა „საზოგადოებისთვის". თავად უარი ეთქვა ქონების მფლობელობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27061; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .