საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27063

ფაქტი 27063

1908 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და საგანგებო კომისიის გაერთიანებულმა კრებამ დაწვრილებით განიხილა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ წარდგენილი ცნობები ილია ჭავჭავაძის ქონებისა და ვალების შესახებ. განსვენებულმა „საზოგადოებას" უანდერძა სოფლის მამული – 554 დესეტინა მიწა, კარგად გამართული წისქვილი და ერთსართულიანი ქვის სახლი თბილისში, ანდრეევის ქუჩაზე. ორივე მათგანი დაგირავებული იყო საადგილმამულო ბანკში. აქედან, პირველზე დარიცხული ვალი შეადგენდა 12019 მანეთსა და 44 კაპიკს, ხოლო მეორეზე – 7420 მანეთს. ვალი ქონების მიმღებს უნდა გადაეხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27063; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .