საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27150

ფაქტი 27150

1916 წლის მეორე ნახევარში საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე გოგინავამ, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გოლუბევმა, რომანოზ პეტრეს ძე დანელიამ და თეოფილე გიგოს ძე დოლიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .