საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27181

ფაქტი 27181

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ალექსანდრე ესტატეს ძე გეგენავამ, გრიგოლ გეგენავამ, ვალერიან ივანეს ძე გეგეჭკორმა, იასონ პავლეს ძე გოგოლაშვილმა, კონდრატე ნესტორის ძე გეგეჭკორმა, იაკობ გვაზავამ, სიმონ ლევანის ძე გულუამ, აქვსენტი ანტონის ძე გულუამ, პორფირე ლევანის ძე გუნიამ, მერი სიმონის ასულმა დადიანმა და ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .