საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27224

ფაქტი 27224

1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ გამგეობა ყვარლელების თხოვნას დააკმაყოფილებდა, სოფელი თავის თავზე აიღებდა ილიას სახელობის სკოლის ასაშენებლად საჭირო მასალის მოტანასა და ყოველგვარი დახმარების აღმოჩენას. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27224; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .