საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27245

ფაქტი 27245

1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თავად-აზნაურთა წიმანძღოლმა იშუამდგომლა სახაზინო პალატის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დაბეგვრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ იმ წლის დასაწყისიდან წისქვილი უმოქმედოდ იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყოფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27245; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .