1893 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთ კრებაზე აირჩიეს 15 პირისგან შემდგარი კომისია, რომელსაც უნდა წარედგინა მოხსენება პროგიმნაზიის ტიპის შესახებ. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ორბელიანი, მიხეილ გრუზინსკი, ალექსანდრე ბაქრაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, პავლე ყიფიანი, პეტრე ნაკაშიძე, ა. ს. ფირალოვი, დიმიტრი მუსხელოვი, ივანე გამყრელიძე, გიორგი ჟურული, იოსებ ანდრონიკაშვილი და ივანე ჯაბადარი.

წყარო: ჩემი წარსულიდან, სეით იაშვილი
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა