ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველმა საგანგებო კომისიამ (ა. ყიფშიძე, გ. რცხილაძე, შ. დედაბრიშვილი, ე. ბერელაშვილი) 1908 წლის 8 მაისს დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას, დასკვნაში ნათქვამი იყო: იმისათვის, რომ "საზოგადოებას" შესძლებოდა განსვენებულის ნაანდერძევი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის (ძვირფასი ბიბლიოთეკა, კერძო მიწერ-მოწერა, სახლის ავეჯი და კაბინეტის მოწყობილობა) მიღება, ერთადერთ გზად რჩებოდა ოლღა ჭავჭავაძის კეთილი ნება – მას სიცოცხლეშივე უნდა აეღო ხელი საგურამოს მამაპაპეულ მამულზე და დაუყოვნებლივ გადაეცა იგი წერა-კითხვის საზოგადოებისთვის.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი