ილია ჭავჭავაძის მიერ 1905 წლის 5 ივლისს შედგენილ ანდერძში ასეთია ჩამონათვალი იმ უძრავ-მოძრავი ქონებისა, რომელიც თავის დროზე, ე.ი. ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ხელში გადავიდოდა: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შდგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს აქვს მიბარებული.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი